













მეორე ბლოკი ითვალისწინებს 18 საცხოვრებელ სართულს და 1 მიწისზედა ავტოფარეხს.




მეორე ბლოკი ითვალისწინებს 18 საცხოვრებელ სართულს და 1 მიწისზედა ავტოფარეხს.
კომპლექსი უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით შენდება.
კერძოდ – გარე ფასადის მოპირკეთება ხდება მეტეხის კერამობლოკით და გერმანული ფირმის კლინკერის საფასადე ფილით.
მეტეხის კერამობლოკი დამზადებულია თიხისგან და გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და თბოიზოლაციის ფუნქციით.
გერმანული კლინკერის საფასადე ფილა კი უმაღლეს ხარისხთან ერთად არის ყინვაგამძლე, მტკიცე და საიმედო პროდუქტი.
კორპუსის სამხრეთის მხარეს იშლება თბილისის პანორამული ხედი.
კომპლექსი დამუშავებულია თბოიზოლაციისა და ხმის იზოლაციის საშუალებებით.
ბინების მაქსიმალური სიმყუდროვისთვის კი ალუმინის მაღალი ხარისხის კარ ფანჯარა დამონტჯდება.
სახურავზე მზის ელექტროსადგურია დაყენებული, რაც ეკომეგობრულია და მაქსიმალურად ზოგავს ელექტროენერგიის ხარჯს.
ბინები ბარდება თეთრ კარკასულ მდგომარეობაში:
1. მოპირკეთებული სადარბაზო;
2. რკინის კარი ბინის შესასვლელში;
3. ალუმინის კარ-ფანჯრები;
4. ტიხრები;
5. გალესილი შიდა კედლები;
6. ხმის იზოლაცია ბინებს შორის გამყოფ კედლებზე;
7. მოჭიმული იატაკი;
8. ბინამდე მიყვანილი კომუნიკაციები;
9. კერამოგანიტის ფილებით მოპირკეთებული აივნები;
10. ოტისის ფირმის ლიფტები;
11. ჰელიო სისტემა სახურავზე ;
12. 4000 მ2-მდე გამწვანებული ეზო;
სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს დომუს ქონსთრაქშენი.