დეველოპერული კომპანია ,,სფერა“ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს.
კომპანიის დანიშნულებაა ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რომელიც კომფორტული ცხოვრების წესს უზრუნველყოფს. ეს მოიცავს არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებით მშენებლობას, არამედ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას, რასაც სფერას პროექტების სახურავზე დაყენებული მზის ელექტროსადგური უზრუნველყოფს. პროექტების მოპირკეთებისას გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალები.
სფერას გუნდი მშენებლობის დაგეგმვის პროცესში ყოველთვის ითვალისწინებს ადგილმდებარეობას. აუცილებელია იყოს რეკრეაციული ზონა, სადაც სფერას მობინადრეები განტვირთვას და სუფთა ჰაერზე დასვენებას შეძლებენ.
დღეისთვის კომპანია 1 დასრულებულ და 1 მიმდინარე პროექტს ერთიანებს.
დასრულებული პროექტი ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის 51 ნომერში მდებარეობს. კორპუსი უკვე შესულია ექსპლუატაციაში.
მიმდინარე პროექტი კი საბურთალოზე, ბესარიონ ჟღენტის 96 ნომერში მდებარეობს.
პროექტი დასრულდება 2024 წლის ბოლოს.
თითეული ბინის დაგეგმარება მორგებულია მომხმარებლის ინტერესებზე. სფერა საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველი ბიუჯეტის ფარგლებში შეარჩიოთ ბინა.
დეველოპერული კომპანია ,,სფერა“ არის სანდრო და მიზანზე ორიენტირი. შემოაბიჯე სრულყოფილ გარემოში და გახდი სფერას მობინადრე.